Tag Archives: პაციენტი

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

ადენოიდექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ადენოიდექტომია – ადენოიდების ქირურგიული ამოკვეთა.იმ პაციენტებს უტარდება,ვინც ექსუდაციური ოტიტით არიან დატანჯული ან თუ მათთვის გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა.