Tag Archives: პერიკარდიტის

ფიშერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სიმპტომი – (Th.  Fischer,   ინგლ.  ექიმი)   1. სისტოლური შუილი ან მსტვინავი ხიხინები, რომელიც მოისმინება გულმკერდზე ავადმყოფის თავის მაქსიმალურად უკან გადაწევისას; ნიშანია გულმკერდშიგა ლიმფური კვაძების გადიდებისა და მათ მიერ მსხვილ სისხლძარღვებზე და ჰაერგამტარ გზებზე ზემოქმედებისა; 2. პრესისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს გულზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ფენესტრაციის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფენესტრაციის ფენომენი – მცირე ზონაში მოპულსირე გამოდრეკვა უმოძრაო ან თითქმის უმოძრაო გულის რენტგენოლოგიურ ჩრდილის კონტურზე, უხშირესად მისი მწვერვალის მიდამოში. კონსტრუქციული პერიკარდიტის რენტგენოლოგიური ნიშანი, როცა არის თავისუფალი ადგილი გულის ირგვლივ შეხორცებებში. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჟოსროს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟოსროს სიმპტომი – (P. Josseraud)  გულის მეორე ტონის გაძლიერება ფილტვის არტერიის ღეროზე მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დროს, განპირობებული სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევის მომატებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჟანდრენის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟანდრენის ნიშანი – (А. N. Gendrin, ფრან. ექიმი)გულის აბსოლუტური მოყრუების საზღვრის გადანაცვლება გულის საძგერის ადგილმდებარეობიდან მარცხნივ, რომელიც აღინიშნება ექსუდაციური პერიკარდიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პნევმოპერიკარდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმოპერიკარდი – (pneumopericardium; ბერძ. Pneuma ჰაერი + პერიკარდი) ჰაერისა და აირების დაგროვება პერიკარდში. განასხვავებენ სპონტანურ და ხელოვნურ პნევმოპერიკარდს. სპონტანური პნევმოპერიკარდი წარმოიქმნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობების დროს, პერიკარდის ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით დაზიანებისას, ასევე ნეკნის ნამტვრევებით და ა. შ. ასევე პერიკარდის ღრუში საყლაპავის პენეტრირებადი წყლულის, დაშლილი სიმსივნეების, აიროვანი ცისტების

Read More