სასქესო ასოს კიბო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ასოს კიბო – შედარებით იშვიათი დაავადებაა. შესაძლოა განვითარდეს სიმსივნის წინა დაავადებების ფონზე (ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია და სხვ.). თითქმის ყოველთვის ვითარდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების მაღალი ხარისხით. ჩვეულებრივ ზიანდება სასქესო ასოს სხეული; ურეთრა პროცესში იშვიათად ერთვება. მეტასტაზები წარმოიქმნება ორივე მხარეზე საზარდულის, მენჯის, პერიტონეუმის გარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში. სიმსივნე