გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). Read More …

პლაზმოგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმოგენები – (plasmogena იხ. პლაზმა და ბერძნ. genos – წარმომქმნელი) ერთეულები მემკვიდრეობითი მასალისა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ციტოპლაზმაშია ლოკალიზებული. გამოთქ­მულია მოსაზრება, რომ პლაზმოგენებს, ბირთვული გენების მსგავსად, მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემისა და ავტორედუპლიკაციის უნარი აქვთ. Read More …