Tag Archives: პნევმონიის

კერშნერ – ადამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერშნერ – ადამსის სინდრომი – ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტი. ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. დაავადება ვითარდება ნელა, წლების მანძილზე. ნიშნები: ხველა ნახველის მცირე რაოდენობით, ჰემოფტიზი, ტკივილი გულმკერდში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი მშრალი ხიხინი, საერთო მდგომარეობა შედარებით კარგია, ტემპერატურა ნორმალური, რენტგენოლოგიურად შემოფარგლული, სეგმენტური დაჩრდილვა, რომელიც მოგვაგონებს ატელექტაზს.

Read More

კარნიფიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარნიფიკაცია – პნევმონიის ერთ – ერთი არაკეთილსაიმედო გამოსავალი, რომლის დროსაც არ ხდება სრული გამოჯანმრთელება: შიგაალვეოლური ექსუდატი არ გაიწოვება, არამედ ჩაინაცვლებს შემაერთებელი ქსოვილით (ფილტვის ქსოვილი ღებულობს უმი ხორცის კონსისტენციის სახეს). წარმოადგენს კეროვანი პნევმოსკლეროზის ვარიანტს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა