Tag Archives: პურპურა

ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიური პურპურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიური პურპურა – (J. Waldenstrom) ჰემორაგიული სინდრომი, რომელიც განპირობებულია სისხლძაღვის კედლის მომატებული განვლადობით მისი მაკროგლობულინებით ინფილტრაციის შედეგად, ასევე წვრილ სისხლძარღვებში მაკროგლობულინების სტაზითა და პრეციპიტაციით; ხასიათდება ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენით; აღინიშნება მაგ. ვალდენსტრემის დაავადების, ღვიძლის ციროზების, ზოგიერთი პარაზიტული დაავადების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ჰემორაგიული ვასკულიტი

ჰემორაგიული ვასკულიტი ჰემორაგიული ვასკულიტი (შენლეინ-ჰენოხის დაავადება) purpura rheumatica – სისტემური ვასკულიტების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხასიათდება კანის, სახსრების, მუცლის ღრუსა და თირკმლების სისხლძარღვთა სისტემური დაზიანებით. ჰემორაგიული ვასკულიტი – ეტიოლოგია. დაავადება ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს გადატანილი ინფექციის – სტრეპტოკოკური ანგინის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ასევე ვაქცინებისა და შრატების შეყვანის შემდეგ, ზოგჯერ წამლისმიერი გადაუტანლობის, გაცივების და სხვ.

Read More