Tag Archives: რენტგენოკონტრასტული

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

აორტოგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი აორტოგრაფია – აორტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.აორტაში შეიყვანება რენტგენოკონტრასტული ნივთიერება,შემდეგ კი კეთდება რეტგენოგრამების სერია.აორტოგრაფია ტარდება დაავადების ხარისხის  და პათოლოგიური უბნის  ლოკალიზაციის (მაგალითად, არტერიის ათერომატოზული დახშობის ან ანევრიზმის) განსაზღვრის მიზნით.

ართროგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი ართროგრაფია – სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (რენტგენული სხივებისთვის კონტრასტული ჰაერი ან სითხე) შეიყვანება სასახრე ჩანთაში,ამის შემდეგ კი ტარდება რენტგენოგრაფია.