Tag Archives: რენტგენოლოგიური

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

ართროგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი ართროგრაფია – სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (რენტგენული სხივებისთვის კონტრასტული ჰაერი ან სითხე) შეიყვანება სასახრე ჩანთაში,ამის შემდეგ კი ტარდება რენტგენოგრაფია.

ჰირშის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰირშის ტრიადა – (О. Hirsch, ავსტრიელი ქირურგი)  ბიტემპორული ჰემიანოფსიის, ჰიპოფიზის დისფუნქციისა და რენტგენოლოგიურად გამოვლენილი თურქული კეხის გაფართოების ან დაშლის ურთიერთშერწყმა, რაც დამახსაიათებელია ჰიპოფიზის ქრომოფობული ადენომისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოფოსფატაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფოსფატაზია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება შრატისმიერი და ქსოვილოვანი ტუტე ფოსფატაზის დაბალი დონით, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევით (რაქიტი ბავშვებში, ოსტეომალაცია – მოზრდილებში) და შარდთან ფოსფოეთანოლისა და პიროფოსფატის მომატებული ექსკრეციით. დამახასიათებელია სარძევე ან მუდმივი კბილების ნაადრევი დაცვენა. დიაგნოზი დასტურდება ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური კვლევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

არტერიოგრაფია

არტერიოგრაფია – არტერიის კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი