Tag Archives: რეფლექტორული

ჩამავალი მზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამავალი მზის სინდრომი – თვალის კაკლების რეფლექტორული განზიდვა ქვევით, რის შედეგადაც თვალის ნაპრალიდან ჩანს მხოლოდ სკლერა და ფერადი გარსის მხოლოდ უმნიშვნელო სეგმენტი. აღინიშნება ქალაშიდა ჰიპერტენზიის, იშვიათად   –   ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. ადრეული ასაკის ბავშვებში განიხილება როგორც ნორმალური ფენომენი (განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 4 კვირას). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ფიზიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიზიოპათია – დამბლა ან კონტრაქტურა, რომელიც წარმოიქმნება რბილი ქსოვილების, სახსრების, პერიფერიული ნერვების მსუბუქი ტრავმით; კლინიკური გამოვლინებების გამოხატულება არ შეესაბამება ტრავმის სიმძიმესა და ხასიათს. შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქოგენურ ფაქტორებს და ან რეფლექტორული სიმპათიკური დისტორფიის განვითარებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტეინბროკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეინბროკერის სინდრომი – რეფლექტორული სიმპათიკური დისტროფიის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება მხრის სახსარში ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით, შეშუპებით და სხვ. ვეგეტატიური – ტროფიკული დარღვევებით მტევნისა და სხივ – მაჯის სახსრის მიდამოში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტარტლ – ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტარტლ – ეპილეფსია – რეფლექტორული ეპილეფსიის ვარიანტი, რომლის დროსაც ეპილეფსიური შეტევების გამოწვევა ხდება შიშით (მოულოდნელი ხმაურით, სინათლის ანთებით, შეხებით და ა. შ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპინური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინური შოკი – ტრავმის ქვედა დონეზე ზურგის ტვინის რეფლექტორული აქტივობის გარდამავალი დათრგუნვა მამოძრავებელი, მგრძნობიარე და ვეგეტატიური ფუნქციების  სრული დაკარგვით და დუნე დამბლის განვითარებით, ანესთეზიით, შარდვისა და დეფეკაციის  შეკავებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა