Tag Archives: რთებს

უჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომე­ლიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძ­ველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და თვითწარმოქმნადი მიკროსკოპული ცოცხალი სისტემაა. ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მხრივ უჯრედი ჰეტეროგენური სისტემაა, რომელიც შედგება მემბრანული

Read More

უწამწამო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უწამწამო უჯრედები – (cellulae aciliatae; epitheliocyti aciliati) ბრონქიოლის ეპითელიუმის უჯრედთა ერთ – ერთი სახე, აქვს პრიზმული ფორმა, აპიკალური ნაწილი შეიცავს გლიკოგენის ჩანართებს, მიტო­ქონდრიებსა და სეკრეტის მსგავს გრანულებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინუსოიდ – ირგვლივი ლიპოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინუსოიდ – ირგვლივი ლიპოციტი – (lipocytus perisinusoideus) ღვიძლის სინუსოიდ ირგვლივ სივრცის მხრიდან ჰეპატოციტებს შორის მდებარე უჯრედი, შეიცავს წვრილ ცხიმოვან ჩანართებს; ადეპონირებს ცხიმში ხსნად ვიტამინებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მელანოფორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მელანოფორები – (melanophori ბერძნ.melas, melanos – მუქი და phoros – მტარებელი) ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედები, რომლებიც თავის ციტოპლაზმაში შეიცავენ პიგმენტ მელანინის ჩანართებს, მაგრამ მისი სინთეზის უნარი არა აქვთ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

კბილის დაბჟენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის დაბჟენა – კბილის კარიესული ღრუს დახურვა რომელიმე ხელოვნური საბჟენი მასალით. კბილის დაბჟენის მიზანია შეაჩეროს კბილის კარიესის განვითარება, აღადგინოს კბილის ანატომიური მთლიანობა და ფიზიოლოგიური ფუნქცია. კბილის დაბჟენამდე აუცილებელია კბილის მექანიკური დამუშავება – კარიესული ღრუს გახსნა, გაფართოება, დარბილებული შიგთავსის მოცილება, ღრუს ფორმირება, ქიმიური დამუშავება, გამოშრობა და დაბჟენა. მკურნალობის

Read More