Tag Archives: რკინადეფიციტური

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან – წარმოადგენენ კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის, ღვიძლის და სხ. რიგი დაავადებების სიმპტომებს. ტიპიურ  შემთხვევებში, გასტრო – ინტესტინალური სისხლდენები ვლიდება სისხლიანი ღებინებით და კუპრისფერი განავლით. ამონაღებ მასებს გააჩნიათ “ყავის ნალექის” სახე, რაც განპირობებულია ჰემოგლობინზე კუჭის წვენის ზემოქმედებით. მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, განავალთან ერთად აღინიშნება

Read More

სიდეროპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიდეროპენია – სისხლის პლაზმაში რკინის შემცველობის დაქვეითება; აღინიშნება რკინადეფიციტური ანემიის დროს გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსლერ – რანდიუს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსლერ – რანდიუს დაავადება – (W. Osler, ინგლ. ექიმი; სინ.: ოსლერის დაავადება, ჰემორაგიული ანგიომატოზი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება წვრილი სისხლძარღვების (ვენულებისა და კაპილარების) ლოკალური გაფართოებით მათი სტრუქტურული არასრულფასოვნების გამო და ჰემორაგიების გამოვლინებებით. სისხლდენის მოცემული ფორმა წარმოადგენს სისხლძარღვოვან დაავადებას, იმდენად, რამდენადაც ოსლერ – რანდიუს დაავადების დროს კოაგულაციური და

Read More

გაიემ – ფაბერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაიემ – ფაბერის დაავადება – (G. Hayem, ფრან. ექიმი; К. Faber, შვედი ექიმი) უცნობი ეტიოლოგიის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხასიათდება რკინადეფიციტური ანემიით, აქლორჰიდრიით, ოსტეოპოროზითა და ჩონჩხის გაძვალების შეფერხებით, მტკივნეული ნახეთქების წარმოქმნით პირის კუთხეებში და თითებზე, დისფაგიითა და გლოსიტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More