Tag Archives: რობის

ლეიკოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოდერმა – (კანისა და ვენ. დაავ.) პიგმენტის შემცირების ან გაქრობის შედეგად კანის პიგმენტაციის დარღვევა. უხშირესად ვლინდება გადატანილი კანის დაავადებების შედეგად (ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვარდისფერი ლიქენი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები). ლეიკოდერმა შესაძლოა განვითარდეს სიფილისის დროსაც. უხშირესად ლოკალიზდება კისრის არეში. სიფილისის დროს ლეიკოდერმას თან სდევს სხვა სიფილიდების არსებობა, დადებითი სეროლოგიური რეაქციები.

Read More

გაჭაღარავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაჭაღარავება – თმის ფერის მყარი შეცვლა თმის პიგმენტის (მღებავი ნივთიერების) გაქრობის გამო. იწყება საფეთქლებიდან. ხანშიშესულებისას ფიზიოლოგიური მოვლენაა. ნაადრევ გაჭაღარავებას იწვევს ნერვული სისტემისა და შინაგანი სეკრეციის ზოგიერთი დაავადება, ძლიერი სულიერი განცდა, შიში და სხვ.; ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს. კოსმეტიკური მიზნით ჭაღარა თმის შესაღებავად შეიძლება მცენარეული და ქიმიური

Read More