Tag Archives: სათესლის

სათესლე კლაკნილი მილაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სათესლე კლაკნილი მილაკი – (tubulus seminifer contortus ლათ.tubulus  –  მილაკი, contortus  –  კლაკნილი) სათესლის პარენქიმის წარმომქმნელი ბრმად დაწყებული მილაკი. ამოფენილია ბაზალურ მემბრანაზე მდებარე სპერმატოგენური ეპითელიუმით, მიმდინარეობს მამრობითი სასქესო  უჯრედების წარმოქმნა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიორქიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიორქიზმი – განვითარების თანდაყოლილი მანკი: დამატებითი, ჩვეულებრივ, განუვითარებელი სათესლის არსებობა, რომელიც მოთავსებულია ძირითადი სათესლის ზევით სათესლე პარკში. მასში ავთვისებიანი ახალწარმონაქნის შესაძლო განვითარების გამო ახდენენ მის ოპერაციულ მოცილებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა