Tag Archives: საკვერცხის

შტეინ – ლევენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს  თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების ჭარბი პროდუქცია, რომლებიც გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ესტროგენების ჭარბი რაოდენობა ცვლილებას ახდენს  ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე,

Read More

ქალის საკვერცხის ინტერსტიციული ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალის საკვერცხის ინტერსტიციული ენდოკრინოციტი – (endocrinocytus interstitialis ბერძნ.endon  –  შიგნით, crinein  –  გამოყოფა და cytos  –  უჯრედი) საკვერცხის ფოლიკულის გარსის სეკრეციული  უჯრედებია, რომლებიც ფოლიკულურ ეპითელიუმთან ერთად მონაწილეობენ ესტროგენის გამომუშავებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლიკულური ფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულური ფაზა – (phasis folicularis)  საკვერცხის ციკლის პირველი ფაზა, რომელსაც ახასიათებს ფოლიკულის ზრდა და მომწიფება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლიკულური საკვერცხის ეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულური საკვერცხის ეპითელიუმი – (epithelium folliculare / stratum granulosum / ბერძნ.epi  –  ზევით, thele  –  დვრილი; ლათ.folliculus  –  ფოლიკული, stratum  –  შრე და პკფტგდგქ  –  მარცვალი) საკვერცხის ფოლიკულის ამომფენი ეპითე­ლიუმი, რომლის სისქე ფოლიკულის განვითარების შესაბამისად იცვლება ერთი შრიდან მრავალ შრემდე. ფოლიკულური ეპითელიო­ციტები  –  ფოლიკულოციტები მონაწილეობენ ოოციტის კვებასა

Read More

ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე) – (theca interna ბერძნ.theca  –  გარსი და ლათ.internus  –  შიგნითა) საკვერცხის მწიფე ფოლიკულის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის შიგნითა შრე, შედგება სისხლძარღვებითა და ინტერსტიციული  უჯრედებით (ინტერსტიციული ენდოკრინოციტები  –  თეკოციტები) მდი­დარი ფაშარი ბოჭკოვანი ქსოვილით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More