Tag Archives: საკუთარი

გრძნობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრძნობები – (ემოციები) ადამიანის მიერ გარემომცველ სინამდვილესთან (ადამიანთან, მათ ქცევებთან, რაიმე მოვლენებთან) და საკუთარ თავთან დამოკიდებულების განცდა. ხანმოკლე განცდებს (სიხარული, მწუხარება და ა. შ.), სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით, ზოგჯერ ემოციებს უწოდებენ განსხვავებით გრძნობებისაგან, რომლებიც მდგრად, ხანგრძლივ განცდებს წარმოადგენენ (სიყვარული, სიძულვილი და ა. შ.). გრძნობები სინამდვილის ასახვის განსაკუთრებული ფორმაა;

Read More

ავტოალერგიული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტოალერგიული დაავადებები – (ბერძ. Autos თვითონ + ალერგია; სინ.: აუტოიმუნური, ავტოაგრესიული დაავადებები) დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს ავტოანტისხეულებისა და სენსიბილიზებული ლიმფოციტების რეაქცია საკუთარ ქსოვილებთან. ავტოალერგიული დაავადებების კლინიკური სიმპტომები მეტად მრავალფეროვანია, და შესაძლოა გამოვლინდნენ როგორც ორგანული, ასევე სისტემური დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული

Read More