Tag Archives: სამკარიანი

ტრიკუსპიდალური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური უკმარისობა – – გულის მანკი: სამკარიანი სარქვლის საგდულების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარჯვენა პრკუჭიდან  მარჯვენა წინაგულში მისი სისტოლის დროს; როგორც წესი, კომბინირებულია გულის სხვა მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვითა და პულსაციით, ღვიძლის გადიდებითა და პულსაციით, შეშუპებებით, გულის მარჯვენა ნაწილის გადიდებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით.

Read More

ობერნდორფერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ობერნდორფერის დაავადება – ნაწლავების კარცინოიდი. ბასიათდება ნელი ზრდით, მეტასტაზირებით ღვიძლში, სიმსივნური კვანძები შედგება არგიროფილური უჯრედებისგან, რომელიც ჭარბად პროდუცირებს ტრიფტოფანს და სეროტონინს, რაც იწვევს შეხურებას, სახის, სხეულის და ხელების წითლად დაფოთვლას. არტერიულ ჰიპერტონიას, გულის ფრიალს, თავის ტკივილს, ბრონქოსპაზმს, ფაღარათს, ვითარდება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია და დილატაცია, სამკარიანი სარქველის ფიბროზი

Read More

მწვავე სეფსისური ენდოკარდიტი

მწვავე სეფსისური ენდოკარდიტი – წარმოადგენს ზოგადი სეფსისური პროცესის გამოვლინებასა და შედეგს, რომელიც შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა მიკრობებით, ხშირად სტაფილოკოკებით და ენტეროკოკებით. ამასთან, თითქმის ყოველთვის აღინიშნება აშკარა ინფექციის კერა, საიდანაც დაიწყო დაავადების განვითარება. სიმპტომები. მაღალი ცხელება შემცივნებით, ოფლიანობა, ელენთის გადიდება, თავის ტვინში, ფილტვებში და სხვა ორგანოებში მეტასტაზური აბსცესები. სწრაფად ვითარდება გულის სარქვლების ნაკლოვანება, ხშირად სამკარიანი, იშვიათად

Read More

ებშტეინის ანომალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ებშტეინის ანომალია – გულის თანდაყოლილი მანკი: სამკარიანი სარქვლის ქვევით მდებარეობა, რომელიც შერწყმულია წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტთან და სისხლის გადატყორცნასთან მარჯვენა წინაგულიდან მარცხენაში. გამოვლინებებია: ციანოზი, ქოშინი, კისრის ვენების პულსაცია, შუილი სამკარიან სარქველზე, გულის ზომების გადიდება, პაროქსიზმული ტაქიკარდია. დიაგნოზი ზუსტდება ელექტროკარდიოგრაფიით, გულის ღრუების კათეტერიზაციით. შესაძლოა ოპერაციული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ბამბერგერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბამბერგერის სიმპტომი – (Н. Bamberger, ავსტრიელი პათოლოგი და თერაპევტი) 1. საუღლე ვენის პულსაცია გულის სამკარიანი სარქვლის უკმარისობის დროს 2. პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მარცხენა ბეჭის კუთხის ქვევით, რომელიც ქრება ავადმყოფის წინ დახრისას; აღინიშნება ექსუდაციური პერიკარდიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული

Read More