Tag Archives: სამკუთხედის
ტრიგონიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიგონიტი – (ანატ. trigonum vesicae – შარდის ბუშტის სამკუთხედი) შარდის ბუშტის ანთება შარდის ბუშტის სამკუთხედის მიდამოში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
სებორეული ეგზემა
სებორეული ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) პროცესი ლოკალიზებულია სახის, თავის თმიანი ნაწილის, გულმკერდის, ბეჭთაშორის სამკუთხედის მიდამოში და უხშირესად აღენიშნებათ პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ცხიმოვანი სებორეით. ხასიათდება მოყვითალო – ვარდისფერი, წვრილი, წერტილოვანი, ცხიმოვანი რუხი – მოყვითალო ქერცლებით დაფარული ფოლიკულური კვანძების გამონაყრით. მოგვიანებით კვანძებიდან წარმოიქმნებიან ასევე მოყვითალო – ვარდისფერი, სხვადასხვა ზომის ფოლაქები, რომლებიც დაფარულნი არიან ცხიმოვანი
პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)
პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.
პიკის სიმპტომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკის სიმპტომი – (A. Pick, ავსტრიელი ექიმი) წვრილი სისხლძარღვების ინიექცია სკლერის უბნებში თვალის გარეთა კუთხეის მიდამოში, რომელსაც აქვს სამკუთხედის ფორმა, წვერით რქოვანასაკენ მიმართული; ნიშანია ფლებოტომური ცხელებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა