Tag Archives: სამწვერა

სამწვერა ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამწვერა ნერვის სინდრომი – (syndromum  nervi  trigemini) სახის არეში ტკივილების შერწყმა ზედაპირული მგრძნობელობის მოშლასთან იმავე მიდამოში, საღეჭი კუნთების დამბლასთან, რქოვანასა და კონიუნქტივის რეფლექსების დაკარგვასთან; აღინიშნება სამწვერა ნერვის დაზიანების მხარეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რედერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედერის სინდრომი – (G.  J. Raeder, ნორვეგიელი ოფთალმოლოგი; სინ. პარატრიგემინალური სინდრომი) შეტევითი, ძლიერი, თავის ცალმხრივი ტკივილი, უპირატესად თვალბუდის არეში; წარმოიქმნება დილაობით და ქრება შუადღისას; განპირობებულია ლოკალური პათოლოგიური პროცესით (მაგ. სიმსივნე), სამწვერა ნერვის განგლიის უშუალო სიხლოვეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა