Tag Archives: სარქვლის

მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა – (insufficientia valvae atrioventricularis dextrae) მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს სისხლის უკუმოძრაობას მარჯვენა პარკუჭიდან მარჯვენა წინაგულში გულის პარკუჭების სისტოლის დროს; განპირობებულია სარქვლის არასრული ჩაკეტვით ან მათი პერფორაციით; კლინიკურად ვლინდება გულის მარჯვენა ნახევრის გადიდებით, სისტოლური შუილით, მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის

Read More

ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი – (E. Libman, ამერ. ექიმი; B. Sacks, ამერ. ექიმი) კედლისმიერი ან სარქვლოვანი ენდოკარდის ანთება, რაც დაკავშირებულია სისტემურ წითელ მგლურასთან; ხასიათდება მეჭეჭისებრი ჩანართების განვითარებით ენდოკარდზე და ვლინდება შუილით დაზიანებული სარქვლის ზემოთ; საბოლოოდ შესაძლოა ჩამოყალიბდეს გულის მანკი, ხშირად მიტრალური უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More