Tag Archives: საფეთქელ

პარაგრამატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაგრამატიზმი – პათოლოგიური მდგომარეობა: ზეპირი ან წერილობითი მეტყველების დარღვევა, რომელიც გამოიხატება გრამატიკის წესების არასწორად გამოყენებაში. შესაძლოა დაკავშირებული იყოს მეტყველების ცენტრების ჩამოყალიბების დარღვევებთან ან თავის ტვინის დომინანტური ჰემისფეროს საფეთქელ – თხემის მიდამოს კეროვანი დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პალინდრომული რევმატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალინდრომული რევმატიზმი – (ბერძ. Palindromos უკან მოძრავი, შებრუნებითი; სინ.: ხანჩ – როზენბერგის სინდრომი) სახსრებისა და მათ ირგვლივ არსებული ქსოვილების მწვავე ანთების განსაკუთრებით იშვიათი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს უეცარი ხანმოკლე და სრულად შექცევადი შეტევებით. დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი გარკვეული არ არის. კლინიკურად ხასიათდება პერიოდული შეტევებით. ზიანდება ერთი რომელიმე სახსარი,

Read More

ოტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოტალგია – ტკივილი ყურის მიდამოში, რომელიც დაკავშირებული არ არის გარეთა ყურის, შუა ყურის და საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიასთან. დაკავშირებულია ყბებისა და ძვლების სისტემის დაავადებებთან, სახის ნერვის ნევროპათიასთან, ენა – ხახის ნერვის ნევრალგიასთან, შაკიკთან, თავის კლასტერულ ტკივილთან, ცხვირ – ხახის სიმსივნესთან და სხვ. შესაძლოა თან ახლდეს

Read More

მიგრენული ნევრალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიგრენული ნევრალგია – საფეთქელ – ორბიტალური მიდამოს მკვეთრი ტკივილების პაროქსიზმები, რომლებიც მეორდება დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის. სიმპტომები, მიმდინარეობა. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. აღინიშნება ცალმხრივი ტკივილის შეტევები ირადიაციით ყბაში, ყურში და კისერში, რომელიც წარმოიქმნება უეცრად და ასევე უეცრად გაივლის. ტკივილს თან ახლავს ცრემლდენა, რინორეა,

Read More

კოსტენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოსტენის სინდრომი – საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარში პათოლოგიური ცვლილებების შერწყმა თავის, სახის, ყურის, ტკივილთან, სმენის დაქვეთებასთან, თავბრუსხვევასთან. ძირითადი მიზეზები: პათოლოგიური თანკბილვა, საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი ან ტრავმა, მძიმე ბრუქსიზმი, საღეჭი კუნთების მტკივნეული დისფუნქცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More