Tag Archives: საფუძველზე

საშვილოსნოსშიდა სინექიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშვილოსნოსშიდა სინექიები – (გინეკ.) შეხორცებითი პროცესი საშვილოსნოს შიგნით. უხშირესად აღინიშნება აბორტების, განსაკუთრებით განმეორებითის, შემდეგ. ხშირად არის უშვილობის მიზეზი (ორსულობის ვადამდე მიუტანლობა). დიაგნოზი ისმევა ჰისტეროგრაფიის საფუძველზე. მკურნალობა  – ოპერაციულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სასუნთქი გზების სკლერომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასუნთქი გზების სკლერომა – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ვოლკოვი – ფრიშის ჩხირი. სიმპტომები. ცხვირის, ხახის (უხშირესად ცხვირხახის, ხორხის, ტრაქეის, მთავარი ბრონქების) ლორწოვანი გარსის ნელა პროგრესირებადი ინფილტრაცია. ინფილტრაცია განიცდის დანაწიბურებას და იწვევს სასუნთქი გზების სანათურის თანდათანობით შევიწროებას. ინფილტრატის წარმოქმნას და დანაწიბურებას

Read More