Tag Archives: საყლაპავი

გულმკერდის ღრუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულმკერდის ღრუ – სხეულის ღრუს ზედა ნაწილი. მუცლის ღრუდან გამოყოფილია დიაფრაგმით. გულმკერდის ღრუშია სასუნთქი გზები, ფილტვები, საყლაპავი მილი, გული, მკერდუკანა ჯირკვალი, ბრონქული და ლიმფური კვანძები. გადის სისხლისა და ლიმფური ძარღვები და ნერვები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გასტროეზოფაგოსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროეზოფაგოსტომია – (ბერძ. Gaster კუჭი + oisophagos საყლაპავი + stoma პირი, ხვრელი, გასავალი; სინ.: გასტროეზოფაგოანასტომოზი, ეზოფაგოგასტროსტომია, ეზოფაგოფუნდოანასტომოზი) კუჭსა და საყლაპავს შორის ანასტომოზის შექმნის ქირურგიული ოპერაცია; გამოიყენება ძირითადად კეთილთვისებიანი ხასიათის კარდიოსტენოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა