Tag Archives: სახსროვანი

კენიგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კენიგის დაავადება – ძვლის სახსროვანი ზედაპირის იზოლირებული ასეპტიკური ნეკროზი, ხრტილოვანი ფრაგმენტის სრული ან არასრული მოცილებით ძვლიდან და მისი შესაძლო ჩავარდნით სახსრის ღრუში. ვითარდება უმთავრესად ტრავმის შედეგად. ვლინდება ტკივილით, შეშუპებით, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

დეგენერაციულ – დისტროფიული დაავადებები (ძვალ – სახსროვანი სისტემის)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეგენერაციულ – დისტროფიული დაავადებები (ძვალ – სახსროვანი სისტემის) – ბრადიტროფიული (არავასკულური ან სუსტად ვასკულური) ქსოვილების ლოკალური დაზიანება – ხრტილის, მყესების, იოგების და ა. შ. ვითარდება მეტაბოლიზმის დარღვევისა და მიკროდაზიანებების შედეგად. დაავადებათა ამ ჯგუფს მიეკუთვნება ართროზები, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ტენდინოპათიები, ლიგამენტოზები და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More