ფატალური ოჯახური ინსომნია, ფატალური
ფატალური ოჯახური ინსომნია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება; პათომორფოლოგიურად აღინიშნება თალამუსის, ნათხემისა და ტვინის ღეროს არჩევითი დაზიანება. ვლინდება საშუალო და ხანშიშესულ ასაკში მძიმე უძილობით, და ვეგეტატიური დარღვევებით, მეხსიერების მოშლით. მკურნალობა სიმპტომატურია. იხ.აგრეთვე : ინსომნია ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!