Tag Archives: სიმპტომთკომპლექსი

გაბერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაბერის სინდრომი – (H. Haber, ინგლ. დერმატოლოგი) მემკვიდრეობითი სიმპტომთკომპლექსი; ხასიათდება კანის მომატებული მგრძნობელობით მზის სხივებისადმი; დაავადება ვლინდება ბავშვობის ასაკში, მყარი ერითემით ცხვირის, ლოყების, შუბლისა და ნიკაპის არეში, რომელიც ძლიერდება მზეზე ყოფნისას და თან ახლავს მცირედი წვა. გაფრთხილება!  

ბროუნ – სეკარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბროუნ – სეკარის სინდრომი – ბროუნ – სეკარის ნახევარ დამბლა. ზურგის ტვინის ნახევრად დაზიანების სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც აღინიშნება ზურგის ტვინის განივი განაკვეთის ნახევრად დაზიანების დროს. დაზიანების მხარეს არის ცენტრალური დამბლა (ან პარეზი) და კუნთების პროპრიოცეპტული და ვიბრაციული მგრძნობელობის მოშლა, მოპირდაპირე მხარეს გამოვარდნილია ტემპერატურული და მტკივნეული მგრძნობელობა.

Read More