ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის კიბო – შეადგენს სიმსივნეების 1% – ს. ქალებში იგი 2 – ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43 – 44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60 – 70%); ფოლიკულური შეადგენს 30% – ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულარული კიბო. პაპილარული და
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზაციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მექანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.