Tag Archives: სინდრომის

ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების მიხედვით ტარდება თერაპია ჰორმონალური პრეპარატებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,

Read More

ჰიპოალბუმინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოალბუმინემია – სისხლის შრატში ალბუმინების შემცველობის შემცირება. აღინიშნება ნეფროზული სინდრომის (გლომერულონეფრიტი, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), ღვიძლის უკმარისობის (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), შიმშილობის, რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს (დამწვრობა, აბსცესები), ასევე თირკმელების უკმარისობის და სხვ. დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა