Tag Archives: სინდრომის

ჰიპოტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტენზიული სინდრომი – (ბერძ. Hypo+ ლათ. tensio დაძაბულობა) კლინიკური ნიშნების შერწყმა, რომლებიც ასახავენ ქალაშიდა წნევის მყარ დაქვეითებას. განსაკუთრებით ხშირი მიზეზი ჰიპოტენზული სინდრომის განვითარებისა არის ქალა – ტვინის ტრავმა და ლიკვორეა. დამახასიათებელი სიმპტომებია: მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება მჯდომარე მდგომარეობაში, თავის აწევისას და მცირდება თავის დაშვებისას, ასევე

Read More

ჰიპომანიაკური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომანიაკური მდგომარეობა – მანიაკალური სინდრომის მდგომარეობა მცირედ გამოხატული ნიშნებით, არაადეკვატური ოპტიმისტურ – მხიარული განწყობილების სახით. შესაძლოა მიმდინარეობდეს შრომისუნარიანობის მომატებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოგონადიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების

Read More

ჰიპოალბუმინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოალბუმინემია – სისხლის შრატში ალბუმინების შემცველობის შემცირება. აღინიშნება ნეფროზული სინდრომის (გლომერულონეფრიტი, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), ღვიძლის უკმარისობის (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), შიმშილობის, რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს (დამწვრობა, აბსცესები), ასევე თირკმელების უკმარისობის და სხვ. დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წამლისმიერი დამოკიდებულება

წამლისმიერი დამოკიდებულება – სინდრომი, რომელიც აღინიშნება ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის დროს; ხასიათდება ფსიქოტროპული საშუალებების მიღების მოთხოვნილებით, რათა მოიხსნას ან შესუსტდეს აბსტინენციური მოვლენის მტანჯველი მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება, მისი მიღების შეწყვეტით შემდეგ. ფსიქიკური წამლისმიერი დამოკიდებულება – ხასიათდება აბსტინენციის მოვლენების არარსებობით, სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში; ფიზიკური წამლისმიერი დამოკიდებულება – აბსტინენციური სინდრომის განვითარება სამკურნალო საშუალების შეწყვეტის შემდეგ ან მისი

Read More