Tag Archives: სინდრომი

ჰიპოტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტენზიული სინდრომი – (ბერძ. Hypo+ ლათ. tensio დაძაბულობა) კლინიკური ნიშნების შერწყმა, რომლებიც ასახავენ ქალაშიდა წნევის მყარ დაქვეითებას. განსაკუთრებით ხშირი მიზეზი ჰიპოტენზული სინდრომის განვითარებისა არის ქალა – ტვინის ტრავმა და ლიკვორეა. დამახასიათებელი სიმპტომებია: მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება მჯდომარე მდგომარეობაში, თავის აწევისას და მცირდება თავის დაშვებისას, ასევე

Read More

ჰიპოპროტეინემია

ჰიპოპროტეინემია – სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება (60 გ/ლ ქვევით). აღინიშნება ორგანიზმიდან მისი ჭარბად გამოყოფის (ნეფროზული სინდრომი გლომერულონეფრიტის დროს, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), მისი არასაკმარისი სინთეზის დროს (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), ასევე შიმშილობისა და სხვ. მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი