Tag Archives: სინდ

ვაარდენბურგის სინდრომი

ვაარდენბურგის სინდრომი – დამახასიათებელია ორმხრივი ჰიდროფთალმია, ჰიპერტელორიზმი, კოშკისებური თავის ქალა, თუთიყუშის ნისკარტისებური ცხვირი, გაპობილი მაგარი სასა, ჰიპოპლაზიური ქვედა ყბა, ენის ანომალიური მდებარეობა, დეფორმული ყურის ნიჟარები, დისპლაზიური ლავიწი, მუხლის სახსრებში კონტრაქტურა, აღინიშნება სინდაქტილია, გულის სხვადასხვა მანკი და სასქესო ორგანოთა ანომალია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

დენდი – უოკერის სინდრომი

დენდი – უოკერის სინდრომი – თავის ტვინის მე – 4 პარკუჭის განვითარების თანდაყოლილი მანკი, რაც იწვევს პარკუჭის კისტოზურ გაფართოებას, ჰიდროცეფალიას, ნათხემის განუვითარებლობას. კლინიკურად ვლინდება ქალაშიდა წნევის მომატებით, ქალას ნერვების დაზიანებით, ატაქსიით. შესაძლებელია გონებრივი ჩამორჩენა. არც თუ იშვიათად, თან ახლავს გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და შარდ-სასქესო სისტემის განვითარების მანკები; მკურნალობა ქირურგიულია.დენდი – უოკერის სინდრომი – დიზრაფიული

Read More

დე ლანგეს სინდრომი I

დე ლანგეს სინდრომი I – (Cornelia de Lange, ჰოლ. პედიატრი) თანდაყოლილი სისტემური დაავადება მრავლობითი დეგენერაციული ანომალიების კომბინაციით; ვლინდება დიფუზური კუნთოვანი ჰიპოტროფიით, ექსტრაპირამიდული და გონებრივი განვითარების დარღვევებით. ახალშობილები ნაკლებმოძრავნი არიან, ცუდად წოვენ, მიდრეკილნი არიან დიარეისაკენ, აღენიშნებათ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენა; ავადმყოფებს აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მიკროცეფალია ან მიკრობრაქიცეფალია, შუბლი ფართოა, ცხვირი მოკლე; აღინიშნება ჰიპერტელორიზმი, ჰიპერპლასტიკური ქვედა

Read More

დე ვრის სინდრომი

დე ვრის სინდრომი – (А. De Vries, იზრაელელი პედიატრი) მემკვიდრეობითი დაავადება: ჰემორაგიული სინდრომის შერწყმა ხელისგულის განვითარების ანომალიასთან და მტევნის მეორე და მესამე თითების სინდაქტილიასთან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .