Tag Archives: სისტემაში

ანემია სიდერობლასტური მემკვიდრეობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანემია სიდერობლასტური მემკვიდრეობითი – (anaemia sideroblastica hereditaria) მემკვიდრეობითი ჰიპოქრომული ანემია, რომელიც ვითარდება პორფირინების და ჰემის სინთეზში მონაწილე ფერმენტთა სისტემაში არსებული დეფექტის შედეგად; აღინიშნება უპირატესად ბიჭუნებში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ამენორეა

ამენორეა – (გინეკ.) მენსტრუაციის არარსებობა. განარჩევენ ფიზიოლოგიური და პათოლოგიურ ამენორეას. ფიზიოლოგიური ამენორეა გვხვდება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის და ბავშვის ძუძუთი კვების (ყოველთვის არა!) პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ და მოხუცებულობით ასაკში მენოპაუზის პერიოდში. კრიპტომენორეა – ფარული (ცრუ) მენსტრუაცია. კლინიკურად გამოიხატება ცერვიკალური არხის შეხორცების, სასქესო ორგანოების განვითარების მანკების ან ერთიანი საქალწულე აპკის შედეგად განვითარებული ამენორეით. პათოლოგიური ამენორეა შესაძლოა განპირობებული

Read More