Tag Archives: სისხლდენით

ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიური პურპურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიური პურპურა – (J. Waldenstrom) ჰემორაგიული სინდრომი, რომელიც განპირობებულია სისხლძაღვის კედლის მომატებული განვლადობით მისი მაკროგლობულინებით ინფილტრაციის შედეგად, ასევე წვრილ სისხლძარღვებში მაკროგლობულინების სტაზითა და პრეციპიტაციით; ხასიათდება ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენით; აღინიშნება მაგ. ვალდენსტრემის დაავადების, ღვიძლის ციროზების, ზოგიერთი პარაზიტული დაავადების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

არგენტინული ჰემორაგიული ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგენტინული ჰემორაგიული ცხელება – ბუნებრივ – კეროვანი ინფექციური დაავადება, რომელიც პირველად აღმოჩენილი იქნა არგენტინაში და რომელსაც იწვევს ადენოვირუსი ხუნინი; ხასიათდება ცხელებით, პეტექიალური გამონაყრით, ლორწოვანი გარსების სისხლდენით, მიალგიებით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა