Tag Archives: სისხლდ

ნიგარდ – ბრაუნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიგარდ – ბრაუნის სინდრომი – (К. К. Nygaard; G. Е. Brown; სინ. ნიგარდ – ბრაუნის დაავადება) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვედა კიდურებისა და მენჯის არტერიების მრავლობითი განმეორებადი თრომბოზით, სისხლის დაჩქარებული შედედებით და სისხლდენის დროის შემოკლებით თრომბინის ინდექსის ცვლილების გარეშე: ვლინდება ძლიერი ტკივილებით წვივის კუნთებში, ხანგამოშვებითი სიკოჭლით;

Read More

ნეგელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეგელის სინდრომი – მემკვიდრეობითი ხასიათის ჰემორაგიული დიათეზი, დაკავშირებული თრომბოციტების აგლუტინაციის პროცესების დარღვევასთან. ხასიათდება სისხლდენის ხანგრძლივობის და სისხლის კოლტის რეტრაქციის მკვეთრი მატებით, სისხლის შედედების ნორმალური მაჩვენებლის ფონზე. გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა