Tag Archives: სისხლის

აგლუტინაცია

აგლუტინაცია – სისხლში შეწონილი ბაქტერიების, სისხლის ერთუჯრედოვანი ელემენტებისა და სხვ. გუნდებად შეწებება და დალექვა. აგლუტინაციას იწვევს სპეციალური ნივთიერებები – აგლუტინატები. (1) აგლუტინაცია (agglutination) – ანტისხეულებით გარემოცული, ანტიგენური ნაწილაკების (ბაქტერიები, ლეიკოციტები და სხვა უჯრედები) შეწებება და აგრეგაცია, რომელიც ხორციელდება სპეციფიკური ანტისხეულ-აგლუტინინებით. აგლუტინაციის რეაქცია პირველად, 1890 წელს აღწერა ბაქტერიებში ა. შარერმა, ჟ. როჟემ და ი. მეჩნიკოვმა 1891 წელს.

Read More

აგამაგლობუნილემია

აგამაგლობუნილემია – პათოლოგიური მდგომარეობა, ხასიათდება სისხლის შრატში გამაგლობულინების მკვეთრი შემცირებით ან სრული უქონლობით და ორგანიზმის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციისადმი მომეტებული ამთვისებლობით. (ს.ა. აბაშიძე, ლ.ა. აბაშიძე რუსულ – ლათინურ – ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი)