ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – წარმოიქმნება ათეროსკლეროზის, ტრავმების, ზოგჯერ სისხლძარღვის ეროზიის შედეგად. შესაძლებელია თანდაყოლილი ანევრიზმები. იშვიათად პერიფერიული არტერიების ანევრიზმა ლოკალიზებულია ვისცერულ არტერიებში, თავის ტვინის არტერიებში. სიმპტომები, მიმდინარება. დამახასიათებელია კიდურის ან ორგანოს პერიფერიული ნაწილების არტერიული სისხლმიმოქცევის მოშლა. ამავე დროს შესაძლებელია ვენური სისხლმიმოქცევის დარღვევაც ანევრიზმის ზეწოლის შედეგად ვენებზე. ანევრიზმის ხანგრძლივი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა – შეიძლება იყოს ობტურაციული და სტრანგულაციური. ობტურაციული გაუვალობის დროს ადგილი აქვს ნაწლავის სანათურის გაჭყლეტას, ჯორჯალის და მის სისხლძარღვების კომპრესიის გარეშე: სიმსივნე, განავლოვანი კენჭები, ნაწლავის გაჭყლეტა გარედან თირკმლის ან გინეკოლოგიური ორგანოების სიმსივნით. სტრანგულაციური გაუვალობის დროს გარდა ნაწლავის სანათურების გაჭყლეტისა, ადგილი აქვს ჯორჯალის სისხლძარღვების კომპრესიას, რაც