Tag Archives: სისხლში

ჰიპერჰეპარინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერჰეპარინემია – (hyperheparinaemia; ჰიპერ –  + ჰეპარინი + ბერძ. haima სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული სისხლში ჰეპარინის მომატებული შემცველობით და ხასიათდება ჰემორაგიული დიათეზით (მაგ. მსხვილ სახსრებში სისხლჩაქცევებით); გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნატრიუმის შემცველობის დაქვეითებით სისხლში, ჰიპოვოლემიის ფონზე. წარმოიქმნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს, ან ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის დროს. მისი კორექცია ითვალისწინებს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შეყვანას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა