Tag Archives: სისხლძარღვები

ვაზოაქტიური

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოაქტიური – სისხლძარღვების, განსაკუთრებით არტერიების, სანათურის ტონუსზე და დიამეტრზე მოქმედი.ვაზოაქტიურს მიეკუთვნებიან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემოციური აგზნება, არტერიული წნევა, ნახშირორჟანგის შევცველობა ჰაერში და გარემოს ტერპერატურა.ზოგირთი მათგანი ზეგავლენას ახდენს უშუალოდ სისხლძარღვებზე, სხვები კი თავდაპირველად მოქმედებენ თავის ტვინის ვაზომოტორულ ცენტრზე და შემდეგ იქედან ინფორმაცია გადაეცემა სისხლძარღვებს.

ანგიომა

განმარტებითი ლექსიკონი ანგიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე,რომელიც ვითარდება სისხლძარღვებისგან და ლიმფური ძარღვებისგან.  

ანგიოდისპლაზია

განმარტებითი ლექსიკონი ანგიოდისპლაზია – ნაწლავის კედელში წვრილი სისხლძარღვების ანომალური დაგროვება.დიაგნოზის დასმა ხდება კოლონოსკოპიის ან ანგიოგრაფიის საფუძველზე.

ანგიოგენეზი

განმარტებითი ლექსიკონი ანგიოგენეზი – ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის პროცესი.ძალიან მნიშვნელოვანია სიმსივნური დაავადებების დროს, რადგან  სიმსივნის ზრდას ხელს უწყობს.

ავასკულური

განმარტებითი ლექსიკონი ავასკულური – სისხლძარღვების გარეშე ან ცუდი სისხლმომარაგების მქონე.ეს ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება ხრტილების აღსაწერად.