Tag Archives: სისხლძარღვოვან

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More

რეოჰეპატოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოჰეპატოგრაფია – (ბერძ. Rheos მიმდინარეობა, დენა +hepar, hepatos ღვიძლი + grapho წერა, გამოსახვა) ღვიძლის სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის გრაფიკული მეთოდი, რომელიც დამყარებულია ღვიძლის ქსოვილის ელექტრული წინაღობის რხევის რეგისტრაციაზე მასში მაღალი სიხშირის დენის გავლისას. წარმოადგენს რეოგრაფიის კერძო სახეს; რეოჰეპატოგრაფია საშუალებას იძლევა გარკვეულწილად ვიმსჯელოთ ღციძლის სისხლძარღვოვან სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, მისი

Read More