Tag Archives: სისხლძარღვოვან

რეოოფთალმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოოფთალმოგრაფია – (ბერძ. Rheos მიმდინარეობა, დენა +ophthalmos თვალი + grapho წერა, გამოსახვა; სინ.: ოფთალმორეოგრაფია) თვალის სისხლძარღვოვან გარსში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია  საერთო წინაღობის (იმპედანსი) ცვლილებების რეგისტრაციაზე ქსოვილებში მაღალი სიხშირის დენის გავლისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიალური სარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიალური სარკომა – პირველადი დიფუზური სიმსივნე, რომელიც აზიანებს თავის ან ზურგის ტვინის სისხლძარღვოვან და ქსლისებრ გარსებს. გვხვდება საკმაოდ იშვიათად. კლინიკურად მიმდინარეობს, როგორც პროცესი, რომელიც შემოსაზღვრავს ქალაშიდა სივრცეს ტვინის ბაზალური სტრუქტურების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა