სკლეროთერაპია
სკლეროთერაპია წარმოადგენს მცირედ ინვაზიურ პროცედურას, რომელიც გამოიყენება ვენური და ლიმფური სისტემის დაავადებების, ასევე სისხლძარღვოვანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისათვის. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს სკლეროთერაპიის ეფექტურობა 85% შეადგენს. პროცედურის არსი მდგომარეობს მასკლეროზირებელი ნივთიერებების, სკლეროზანტების ზემოქმედების შედეგად სისხლძარღვის ფიბროზულ ჭიმად გადაგვარებაში. სკლეროთერაპია გამოიყენება ბავშვთა ასაკში ძირითადად სისხლძარღვოვანი მალფორმაციების, მოზრდილებში კი ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ. სკლეროთერაპია ტარდება უშუალო ვიზუალური კონტროლის ან