Tag Archives: სპაზმი

კარპოპედალური სპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარპოპედალური სპაზმი – მტევნისა და ტერფის კუნთების ძლიერი, მტკივნეული შეკუმშვა; წარმოადგენს ტეტანიის ადრეულ ნიშანს; ეს მდგომარეობა ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ჰიპოკალციემიის დროს. კარპოპედალურ სპაზმს ხშირად თან ახლავს ხელის, ფეხის თითებისა და პირის ირგვლივი მიდამოს პარესთეზიები; კუთების სისუსტე, ტიკები და კრუნჩხვები, ჰიპერრეფლექსია, ქორეა, მომატებული დაღლილობა, გაძლიერებული გულისცემა. გაფრთხილება!

Read More

დიზურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიზურია – (ბერძნ. dysuria  დის… და uron – შარდი), შარდვის მოშლა. საშარდე ბუშტიდან შარდის გამოსვლის გაძნელება. დიზურიას ჩვეულებრივ იწვევს შარდსადენის ანთება, მისი დაცობა კენჭით, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის, ჰემატომის ან სიმსივნის დაწოლა შარდსადენზე, აგრეთვე ფუნქციური მოშლილობა ნერვული სისტემის დაავადებათა დროს (მაგ. სპაზმი). [“1”] დიზურია – შარდის გამოყოფის დარღვევების

Read More