Tag Archives: სტადიაა

ფიბროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროციტები – (fibrocyti ლათ.fibra  –  ბოჭკო და ბერძნ.cytos  –  უჯრედი) ფიბრობლასტური რიგის მაღალდიფერენცირებული  უჯრედები, რომლებიც ფიბრობლასტების განვითარების შემდგომი სტადიაა. ისინი დაქვეითებული სინთეზური აქტივობის ხანდაზმული  უჯრედებია და როგორც წესი, უჯრედშორის ფიბრილურ ნივთიერებაშია ჩაგმანული. ფიბროციტები მიტოზით აღარ იყოფა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More

ერითრობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითრობლასტები – (erythroblasti ბერძნ.erythros – წითელი და blastos – ჩანასახი) ბირთვის შემცველი განვითარებადი ერითროცი­ტები, რომლებიც მათი განვითარების შუალედური სტადიაა პროე­რითრობლასტებსა და ნორმობლასტებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More