Tag Archives: სტაციონარული

უჯრედის ჰომეოსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ჰომეოსტაზი – (homeostasis cellularis ბერძნ. homoios – მსგავსი და statis – დგომა) – უჯრედის სტაციონარული მდგომარეობა,რომელიც გაპირობებულია უჯრედის შიგა გარემოს მუდმივობის უზრუნველმყოფი სარეგულაციო მექანიზმების მოქმედებით. უჯრედის მიმართ ტერმინი „ჰომეოსტაზი“ შემოიღო ჰეილბრაუნმა (1956). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ტაპეტორეტინული დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაპეტორეტინული დისტროფია – (ლათ. Tapete საფარი + retina ბადურა გარსი; ბერძ. dys –  მოშლა + trophe კვება; სინ.: ტაპეტორეტინული დეგენერაცია, ტაპეტორეტინული აბიოტროფია)თვალის ბადურას მემკვიდრეობითი დისტროფიული დაავადებები, რომელთა საერთო ნიშანია მისი პიგმენტური ეპითელის პათოლოგიური ცვლილება. კლინიკურად ტაპეტორეტინული დისტროფია ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში; ხასიათდება მხედველობითი ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითებით,

Read More

პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღენიშნება ქოლეცისტექტომიამდე კვლავ რჩება ოპერციის შემდეგაც. პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის დროს საჭიროა განვასხვავოთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ოპერაციულ ჩარევასთან, და დაავადებები რომლებიც არსებობდნენ ოპერაციამდე და შესრულებულ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულნი არ არიან. უკანასკნელ ჯგუფს შესაძლოა მივაკუთვნოთ: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის

Read More