პუბერტული პერიოდი
პუბერტული პერიოდი – (ლათ. pubertas, pubertalis მოწიფულობა, სქესობრივი სიმწიფე; სინონიმი: სქესობრივი მომწიფების პერიოდი) – პიროვნების ბიოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური განვითარების სტადია; გოგონებში იწყება 10 – 12 წლიდან და გრძელდება 15 – 16 წლამდე, ბიჭუნებში – 12 – 14 წლიდან 17 – 18 წლამდე; შეესაბამება სქესობრივი მომწიფების პერიოდს.