Tag Archives: ტერმინების

უჯრედშორისი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედშორისი ნივთიერება – (substantia intercellularis) – ფიბრობლასტური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროდუქტი, რომელიც შედგება ბოჭკოვანი სტრუქტურების, ამორფული (ძირითადი) ნივთიერებისა და ქსოვილოვანი სითხისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება შეიცავს კოლაგენურ, პრეკოლაგენურ, რეტიკულურ და ელასტიკურ ბოჭკოებს , აგრეთვე ამორფულ ნივთიერებას ქსოვილოვანი სითხით. ხრტილოვან ქსოვილში ის შეიცავს ქონდრულ ბოჭკოებსა და ქონდრიომუკოიდს, ძვლოვან ქსოვილში –

Read More

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More

პარიზის ანატომიური ნომენკლატურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარიზის ანატომიური ნომენკლატურა – (Parisiana Nomina Anatomica, PNA) ლათინურ ენაზე ანატომიური ტერმინების პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ჩამონათვალი, რომელმაც მიიღო საერთაშორისო აღიარება. PNA მიღებულია ანატომთა VI საერთაშორისო კონგრესზე 1955 წელს, პარიზში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აქსიომატური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქსიომატური მეთოდი – მეცნიერული თეორიის დედუქციური აგების ერთ – ერთი ხერხი, რომლის დროსაც 1) ხდება გარკვეული თეორიის დაუსაბუთებლად მიღებულ წინადადებათა (აქსიომათა) რაიმე სიმრავლის არჩევა; 2) აშკარად არ ხერხდება მათში შემავალი ცნებების განსაზღვრება მოცემული თეორიის ფარგლებში; 3) ფიქსირდება მოცემული თეორიის გამოყვანისა და განსაზღვრების წესები, რომლებიც თეორიაში ახალი ტერმინების

Read More