Tag Archives: ტკივილით

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More

პოსტკომოციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტკომოციური სინდრომი – 1. (ლათ. post შემდეგ + commotio შერყევა) გამაღიზიანებელი სისუსტის, ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის, თავის ტკივილების, ვეგეტატიური დარღვევების (ოფლიანობა, სიხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუსხვევის და სხვ. შერწყმა, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის დახურული ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. 2. პოსტკომოციური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება

Read More