ჰირუდინოზი – დაავადება, რომელსაც იწვევს წურბელების მოქმედება და მიმდინარეობს სისხლდენებით, თავის ტკივილით, ანემიით. წურბელამ შესაძლოა შეაღწიოს გარემოსთან დაკავშირებულ ორგანიზმის სხვადასხვა ღრუებში, ასევე მიეკროს კანის საფარველს; ამის მიხედვით განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ჰირუდინოზს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი – უცნობი გენეზის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის სპეციფიური ანთება იწვევს ეროზიის, წყლულის, ნაწლავის კედლის ნეკროზის განვითარებას. ვლინდება ტკივილით მუცელში, ფაღარათით, ტენეზმებით, ნაწლავური სისხლდენით, მაღალი ტემპერატურით. დიაგნოზი დასტურდება რექტორომანოსკოპიით. შესაძლო გართულებებია: პროფუზული სისხლდენა, კედლის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია. მკურნალობა: დიეტა, გლუკოკორტიკოიდები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულის პენეტრაცია – (ლათ. penetratio – შეღწევა) წყლულის შეღწევა კუჭის ან თორმეტჯოგა ნაწლავის კედლის ფარგლებს გარეთ გარემომცველ ორგანოებში (კუჭქვეშა ჯირკვალი, სანაღვლე გზები და სხვ.). ვლინდება ტკივილით ფერდქვეშა არეში, რომელიც ღებულობს მუდმივ ინტენსიურ ხასიათს, ირადირდებს ამა თუ იმ მიდამოში; აღინიშნება ცხელება, მუცლის კედლის კუნთების დაჭიმულობა, ლოკალური მტკივნეულობა პალპაციისას,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; 2. ცხელება, რომელიც ვითარდება ნებისმიერი წარმოშობის მწვავე მასიური სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა