Tag Archives: ტონზილიტი

აბლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. განმარტებითი ლექსიკონი აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან  მოცილება მაქანიკური გზით (მაგალითად, ტოლზილიტის დროს ნუშების ლორწოვანი გარსის აბლაცია, ბარეტის მეტაპლაზიის დროს საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის აბლაცია).  

ტონზილურ – კარდიალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონზილურ – კარდიალური სინდრომი – გულის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წინ უძღვის ქრონიკული ტონზილიტი, განსაკუთრებით მისი გამწვავების დროს. ამასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სუბიექტური გამოვლინებები, იშვიათად გულის სერიოზული ცვლილებები  – მიოკარდიუმის დისტროფია და მიოკარდიტი. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები, რომლებთაც აღენიშნებათ ხშირი გამწვავებებით მიმდინარე გამოხატული ტონზილიტი.  სიმპტომები. ყველაზე ხშირია

Read More