ტრავმული შოკი
ტრავმული შოკი traumatic [wound] shock ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ტრავმული შოკი – ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებასა და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.