Tag Archives: ტრამვა

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ კეროვან დარღვევებთან (პარეზები, აფაზია) ტვინის ნივთიერების გამრავლების შედეგად. ტვინზე ზეწოლა. ვითარდება ქალასშიდა სისხლძარღვებიდან სისხლდენის დროს.

Read More

ჟანგბადით მკურნალობა

ჟანგბადით მკურნალობა და ჟანგბადის კონცენტრატორი

ჟანგბადით მკურნალობა  ოქსიგენოთერაპია ჟანგბადით მკურნალობა – ოქსიგენოთერაპია (ლათ. Oxygenium  –  ჟანგბადი და თერაპია), ჟანგბადის ხელოვნურად შეყვანა ადამიანის ორგანიზმში სამკურნალოდ. ჩვეულებრივ მიმართავენ იმ დაავადებათა დროს, რომელთაც დაერთვის ჰიპოქსემია (გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, პნევმონია, ფილტვის ემფიზემა, სიმაღლის ავადმყოფობა, მხუთავი აირებით მოწამვლა და სხვ.), აგრეთვე რბილი ქსოვილების ზოგიერთი ჩირქოვან – ლპობითი პროცესის (მაგ. განგრენა) და სხვ. დროს.

Read More